ზესტაფონში ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ფეროშენადნობი ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზია.
აქციის მონაწილეები ქარხანაზე სპეციალური ფილტრების დაყენებას და 24 - საათიან მონიტორინგს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
თავის მხრივ, ”ჯორჯიან მანგანეზში” განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ფილტრებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ფილტრები გამართულად მუშაობს. მათივე განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.