მუსტაფა ემრე ჩაბუქი - აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება და საქართველოს სამსახური

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პროკურატურაში შეტანილ განცხადებაზე პასუხს მომავალი კვირიდან ელოდება.

„ჩვენ შევხვდით პროკურატურის წარმომადგენლებს, ჯერჯერობით რაიმე პასუხი არ არის, მაგრამ ჩემს მიმართ განხორციელებულ მუქარებზე სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და მომდევნო კვირის დასაწყისში გვექნება ამის შედეგები“, - განაცხადა ჩაბუქმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს იმედი აქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ მოხდება მისი თურქეთში ექსტრადიცია.

„მე მჯერა, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებელია და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, სასამართლო ქართველი ხალხის აზრსაც გაითვალისწინებს და არ მოხდება ჩემი ექსტრადირება. მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ, აქ დიდი სამეგობრო წრე მყავს, აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება და საქართველოს სამსახური“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. მიმდინარე წლის 19 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს