არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ცხინვალიდან გადმოსვენება სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა დღეს, მაგრამ მათ პოზიცია შეცვალეს. მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. იგი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვენების საკითხზე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადაში და ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მათ ე.წ. გამოძიებასთან, ამ მიმართულებით მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცაღა ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი.

აუცილებელია, ადამიანებმა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია რაც შეიძლება მალე. ცხედრის გადმოსვნებასთან დაკავშირებით ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ, პოზიცია შეცვალეს. მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ, უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს. ცხელი ხაზით მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ მათგან”, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო