პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი სანაიას ოჯახმა გუშინ მედიით მიმართა პროკურატურას, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს. გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი - შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში.

გიორგი სანაია 2001 წელს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს