ჩვენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ, რამხელა იყო დაღუპული იუნკრების სიყვარული ქვეყნის მიმართ და რამხელა თავდადება გამოიჩინეს მათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
”ჩვენ ჩვენს გმირ მამულიშვილებს მოვიხსენიებთ. იუნკრები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ნამდვილად დიდია ამ ახალგაზრდების ამაგი. ხანგრძლივმა ოკუპაციამაც ვერ გააუფერულა იუნკრების თავდადება და გმირობა”, - განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის მერმა დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.