ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო

სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi „ტყის კოდექსის“ საჯარო განხილვა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო. სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, ფარგლებში, რომელიც განახორციელა მსოფლიო ბანკმა.

შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვის შემდეგ, მათ მიერ წარმოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის საბოლოო დოკუმენტში.

კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან" გამომდინარე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ემყარება. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.

შეხვედრას აღმასრულებელი და საკანანმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა