ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი ოსაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაიკითხება ასევე ვიდეო-ექსპერტი, რომელიც დაადასტურებს, რომ როგორც აუდიო ასევე ვიდეო მასალებში ფიქსირდება მონტაჟი.

„ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება, რადგან ის იყო იმ პერიოდში შს მინისტრი და ის ისაუბრებს მისთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე“, - განაცხადა პროკურორმა.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან ახლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო