კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას და ეს ასე იქნება, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან, რა უნდათ

დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი არასწორ განცხადებებს აკეთებს.

"ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს და მეორე "ევროპული საქართველო". ჩვენ "ევროპულ საქართველოსთან" ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რეორგანიზაციის წინააღმდეგ სპეციალური პეტიციის შემუშავებას და ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა