ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამირან რობაქიძის საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე იკითხება, აცხადებს, რომ მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.

როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც პროკურორების მხრიდან მისი დაკითხვა მიმდინარეობს, მას არ ახსოვს, ვისგან შეიტყო მომხდარის შესახებ.

”გამოძიების დროსაც დავაფიქსირე, რომ ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მანვე გადაცემა „პატრულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.

”მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. მიზანი გადაცემა „პატრულის“ იყო პოლიციის პოპულარიზაცია”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ბრალდების მხარის მიერ ოქრუაშვილის დაკითხვის შემდეგ ბუტა რობაქიძის მშობლებმა პროტესტი გამოთქვეს და დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩაიარა დაკითხვამ ”ასე მარტივად”.

ოქრუაშვილს ამ წუთებში დაცვის მხარე კითხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო