ირაკლი ოქრუაშვილი - როგორც ჩანს, დღეს მე ორივე მხარეს იმედები გავუცრუე, ორივე მხარე ელოდებოდა, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორის – უდანაშაულობა

როგორც ჩანს, დღეს მე ორივე მხარეს იმედები გავუცრუე, ორივე მხარე ელოდებოდა, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორის – უდანაშაულობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პრესის საშუალებით მიეწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ვიდეომასალა ნახა, 10 დღეში შს მინისტრის თანამდებობა დატოვა და თავდაცვის უწყებაში გადაინაცვლა.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მითუმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გაემოეძიებინა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო