სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს - ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი

ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი, - ასე მიმართა ამირან (ბუტა) რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცკვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, - მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, - უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით:

„შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, - განაცხადა რობაქიძემ, რაზეც ოქრუაშვილმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: "ნეტავ, რამის თავი გქონდეს".

იხილეთ ვიდეო: ადამიანი იცი ვინც შენი შვილი მოკლა, მოგცემ იარაღს, მიდი და მოსთხოვე პასუხი" - შელაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილსა და სოსო რობაქიძეს შორის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა