აკაკი ბობოხიძე - აზიური ფაროსანა კალენდარს არ უყურებს, ის უყურებს ტემპერატურას, ძალიან თბილი ზამთარია და გაცილებით ადრე მოგვიწევს ამ პრობლემასთან შეტაკება

აზიური ფაროსანა კალენდარს არ უყურებს, ის უყურებს ტემპერატურას, გვაქვს ძალიან თბილი ზამთარი და გაცილებით უფრო ადრე მოგვიწევს ალბათ პირველი შეტაკება ამ პრობლემასთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ გამართული აგრარულ კომიტეტის სხდომა იყო ძალიან საქმიანი, რომელზეც წარმოადგინეს გეგმა.

„გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც ეხება ტექნიკისა და წამლების ყიდვას, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარტივად განსახორციელებელი იმიტომ, რომ წამალს უშვებს სხვა, ტექნიკას უშვებს სხვა და ჩვენ მხოლოდ ვყიდულობთ. ამის შემდეგ რა ხდება, როგორ ხერხდება ორგანიზება, აქაა მნიშვნელოვანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი. მაშინ ითქვა, რომ ორივე კომპონენტი - სახელმწიფო და კერძო იყო გათვალისწინებული. მოსახლეობას უნდა შეეწამლა თავისი საკარმიდამო ნაკვეთები და სახელმწიფო შეწამლავდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიღმა. თუ ეს გეგმა ისევ ძალაშია, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ბატონო ლევან. სოფლის რწმუნებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავ რომ რაიმე მზადება მიდის. სოფლებში არ არის აღრიცხული რამდენი კომლია დაკეტილი და არ ცხოვრობს ადამიანი. რომელ სახლებში ცხოვრობენ მოხუცები, რომლებიც უბრალოდ ვერ შეწამლავენ. არ არის აღიცხული, ვის აქვს აპარატი და ვის - არა. თუ გეგმა შეიცვალა და სახელმწიფო იღებს მთლიანად თავის თავზე, მოდით, მაშინ ამაზეც გავაკეთოთ შეხვედრა, რომ ვიცოდეთ, რას გეგმავთ. თუ ისევ იგივე გეგმით მივდივართ, რომ ორივე კომპონენტია, მაშინ გარწმუნებთ, რომ ვაგვიანებთ და ამასთან დაკავშირებით მაშინ ცალკე შეხვედრა კიდევ გავაკეთოთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მოხალისეთა ჯგუფების შექმნის შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ ჩართვისთვის მზადაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა