რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია რუს გენერლებს სიმბოლურ ფასად გადაეცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია რუს გენერლებს სიმბოლურ ფასად გადაეცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, „ახალი ბულვარის ტერიტორიის რუს გენერლებზე გაცემის გამო“, კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.

„აჭარის მთავრობა და პირადად ზურაბ პატარაძე პირდაპირ ჩართულია რუსული გავლენების გასაძლიერებლად რეგიონში, რაც მის არაერთ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. მინდა საზოგადოებას შევახსენო ეს ადგილი, რომელიც 90-იან წლებში ნარკოტიკების რეალიზების, კრიმინალური შეკრებებისა და გარჩევების ადგილი იყო, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმის უშიშროების უფროსი რუს გენერლებთან ერთად ხელმძღვანელობდნენ. 2004 წლის აჭარის რევოლუციის შემდეგ სახელწიფომ ეს ტერიტორია ქართულ სპეცსამსახურს გადასცა, ხოლო მიმდებარე ტერიტორია აჭარის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს კი ქართულმა სახელმწიფომ ეს ტერიტორია კვლავ რუს გენერლებს დაუბრუნა. რეალურად ქართულმა სახელმწიფომ რუს გენერლებს ტერიტორიასთან ერთად ქართული სპეცსამსახურიც მიჰყიდა. სიმბოლურია დღეს რეგიონში, რომ ზურაბ პატარაძემ ძალიან სწრაფად მოახდინა ასლან აბაშიძის ჩინოვნიკების იმ ნაწილის დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც 90-იან წლებში და დღესაც რუპორები არიან რუსული ნარატივის. ჩვენ, ამისთვის არ გვიბრძოლია, ეს ქალაქი და ახალი ბულვარი ჩვენ გრუ-ს სპეცსამსახურების საპარპაშოდ არ აგვიშენებია. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ვინც რუსულ დავალებას ასრულებს, აუცილებლად დაისჯებიან“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა