ენერგოომბუდსმენმა ბრიუსელში, ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ბრიუსელში, ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდმენის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაში როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ენერგოომბუდსმენები, ასევე, ოქსფორდისა და ლუვენის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა კონფერენციის ფორმატში გაიმართა და კოლეგებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. კონფერენციის თემა ეხებოდა ენერგოომბუდსმენის როლს მომხმარებელსა და კომპანიის მორიგების საქმეში, ახალი გარიგებების დადებისას და ზოგადი დავების გადაწყვეტის დროს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის (NEON) ოფიციალური წევრი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს