სამედიცინო უნივერსიტეტი - ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ პროფესორ კენეტ უოლკერის გარდაცვალებით დიდი დანაკლისი განიცადა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორი კენეტ (კენ) უოლკერი გარდაიცვალა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროფესორი კენ უოლკერი USAID-ის “Georgia to Georgia” -ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პირველად 1992 წელს ეწვია.

”მისი დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში 25 წელზე მეტია, რაც ხორციელდება სტუდენტთა, კლინიკურ რეზიდენტთა, ახალგაზრდა სპეციალისტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები.

პროფესორ უოლკერის ინიციატივით, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან ერთობლივი პროექტის საფუძველზე შემუშავდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და თსსუ-ში თანამედროვე ამერიკული სამედიცინო განათლების მოდელი დაინერგა.

პროფესორ კენ უოლკერს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ ახალგაზრდა ექიმთა თაობების აღზრდაში და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოში დაარსდა ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი; საქართველოში დაინერგა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ამერიკული მოდელი, გაიხსნა ექთანთა გადამზადების სკოლა; საქართველოში ხელი შეეწყო შიდსისა და ტუბერკულოზის კვლევის განვითარებას. უკანასკნელ წლებში ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, პროფესორი კენ უოლკერი ემორის უნივერსიტეტის და თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით საქართველოში რეაბილიტაციის დარგის განვითარებასაც შეუდგა.

ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ პროფესორ კენეტ უოლკერის გარდაცვალებით დიდი დანაკლისი განიცადა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის