ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან, ატეფ ტარავნესთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა აქტიური საპარლამენტთაშორისო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იორდანიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

„დღეს დაიწყო ოფიციალური ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში. იორდანიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება, ასევე, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც არის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო