საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივა დააყენა

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხზე რეზოლუციის მიღების ინიციატივა დააყენა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეზოლუციაში მრავალ ასპექტზე გამახვილდება ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.

“ვფიქრობთ, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე მოხდეს ამის ინიცირება. საპარლამენტო ოპოზიცია საუბრობდა გასულ სესიაზე ამ საკითხზე და ბუნებრივია, ეს არის ის თემა, რაზეც პარლამენტში მრავალპარტიული ერთიანობა და კონსენსუსი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები ხელის გულზე დევს, ცალსახაა და ყველა საერთაშორისო ანგარიშში ამაზე არის საუბარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო