გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე - თუ იქნება საჭიროება, ვიყრი კენჭს, თუ არა, უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი

თუ იქნება საჭიროება, მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება და ეს არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო ან აუცილებელი, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მარნეული TV“-ის ეთერში კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ აქვს და პოლიტიკურ გარემოს აკვირდება.

„პოლიტიკური რეალობა უნდა გამოჩნდეს. მე ვერ ვხედავ, რა პოლიტიკური რეალობაა, ფერები არეულია. მმართველი პარტია ვერაფრით ვერ ასახელებს კანდიდატს. ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რაიონის გამგებლის მესამე მოადგილით დამთავრებული ყველა თანამდებობა უკავია, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რით ვერ დაასახელეს? იმიტომ რომ ძალიან არეულია პოლიტიკური ლანდშაფტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა