გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი სამშენებლო კომპანია განახორციელებს

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი სამშენებლო კომპანია - „ინსი“ და „ანაგი“ განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ წერილობით 14 თებერვალს მიმართა. აღნიშნულმა სააგენტომ „თბილისის განვითარების ფონდს“ ნებართვაზე თანხმობა 20 თებერვლის განკარგულებით დაუდასტურა.

ამასთან, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას 50 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გამო აკრიტიკებდა.

„თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოები 30–მდე მისამართზე უნდა განხორციელდეს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს