გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ დაიწყება. კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გუდიაშვილის მოედანზე ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.

”ხვალ ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაობს. უკვე ყველაფერი მზადაა სამუშაოების საწარმოებლად. შეგახსენებთ, ეს ის ადგილია, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თბილისზე მოამაგე ადამიანებისთვის, ისინი წლებია ინარჩუნებდნენ ამ მოედანს და იცავდნენ მას. მე წინაასაარჩევნოდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ- თბილისი, რომელიც ჩენი საერთო სახლია, არის პოლიტიკის მიღმა და მის სამსახურში ერთმანეთს გვერდით უნდა ამოვუდგეთ. ყველას, ვინც ზრუნავდა ამ კონკრეტული მოედნის შენარჩუნებაზე, მათ შორის „ტფილისის ჰამქარი“, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მხატვრები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ყველას, ვინც ერთხელ მაინც შეწუხებულა და დაინტერესეულა ამ მოედნის ბედით, ხვალ 14:00 საათზე ვიწვევთ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პერეზენტაციაზე”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ”ჩვენ დაახლოებით 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია. გელოდებით ხვალ, მობრძანდით, ერთად დავიწყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“, - აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო