არჩილ ტატუნაშვილის მამა პოლიციამ აქციის ტერიტორიდან შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მიზნით გაიყვანა

არჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

გარდაცვლილის მამასთან რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები მივიდნენ და მას სთხოვეს ჩამჯდარიყო მისთვის განკუთავნილ ავტომობილში, რათა პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს. ადგილზე კვლავ იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეები კვლავინდებურად რჩებიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე და აცხადებენ, სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო