დიმიტრი ხუნდაძე - ამ დროებითი საზღვრის მიღმა, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრშია, მტერი ფართო თვალებით გვიყურებს, სიფრთხილე გვმართებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე არჩილ ტატუნაშვლის ოჯახის მიერ გამართულ აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, დალოდებოდნენ ხელისუფლების მიერ დაწყებული მუშაობის შედეგებს. თუმცა, როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ხალხი აღელვებულია და ძალიან ძნელია მათი დამშვიდება.

”წარმოიდგინეთ, ოჯახს შვილი მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ. არ მეგულება ქართველი, ვისაც აქ მოსვლა და მათთან გვერდში დგომა არ უნდოდეს, მაგრამ ჩვენს უკან ხომ ქვეყანაა და ამ დროებითი საზღვრის მიღმა, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრშია, მტერი ფართო თვალებით გვიყურებს, სიფრთხილე გვმართებს! ამიტომ ვთხოვ ყველას, ნუ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს მტერს უნდა. ნურც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებთ ამ თემას. შვილმკვდარი ოჯახის დამშვიდებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ სხვას თავშეკავება და ცივი გონებით აზროვნება მართებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შვილი დედამ დაიტიროს, ხოლო კიდევ ორი მოქალქე ჯანმრთელი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა