თელავში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, ახალგაზრდას კისრის მალების და მენჯ ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.

თელავში "ჰონდას" მარკის ავტომანქანა გაზის ცისტერნებით დატვირთულ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს