სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია და ამჟამად ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ შენობაში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამჟამად ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ადგილზე 26 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტისა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს გაუჩნდა.

ხანძარი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე არსებულ ვითარებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი პირადად გაეცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო