სოზარ სუბარი - აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს

აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს. სუბარი ასევე გამოეხმაურა რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებასაც და მათ თავშეკავებისგან მოუწოდა. მინისტრის თქმით, ყველანაირი სპეკულაცია და დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვლის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცენტრალური ავტომაგისტრალი აქვთ გადაკეტილი და აქციას მართავენ. ისინი გარდაცვლილის ცხედროს დროულად გადმოსვენებას ითხოვენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა