მამუკა ბახტაძე - არგუმენტებს მოკლებულია საუბარი იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს საპენსიო რეფორმა

არგუმენტებს მოკლებულია საუბარი იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს საპენსიო რეფორმა, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანი აღნიშნული რეფორმის არის ის, რომ საქართველოში მივიღოთ სოციალური დაცვის მისაღები დონე.

”ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც აღნიშნული რეფორმა არ განუხორციელებია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს პრინციპულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს. უფრო მეტიც, ვისურვებდი, რომ ეს რეფორმა გაცილებით ადრე განეხორციელებინა მათ შორის იმ ოპონენტებს, ვინც დღეს საუბრობს. ძალიან არგუმენტებს მოკლებულია საუბარი იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ეს რეფორმა. რეფორმა არის ძალიან კომპლექსური. ის შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, მოდელის გარშემო აუცილებელია იყოს დეტალური მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეფორმა დაეფუძნება ფართო კონსენსუსს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ლოგიკა, რომ აღნიშნული რეფორმა ვინმეს დამატებით ტვირთად დააწვება, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტიდან ხდება თანადაფინანსება”, - განაცხადა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს