ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობა მილიონ ევროს იხდის

სლოვაკი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობის შესახებ გამოძიებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობა მილიონ ევროს იხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა - დავაკავოთ მკვლელები. მოტივებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ფიცომ.

მისი თქმით, თუ მკვლელობის მოტივი კუციაკის ჟურნალისტური საქმიანობა გახდა, მაშინ ეს შემთხვევა დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად განიხილება.

27 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მარტინა კუშნიროვას ცხედრები სლოვაკეთში 26 თებერვალს იპოვეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად სამართალდამცველები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას ასახელებენ.

იან კუციაკი საგადასახადო თაღლითობასთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა. მისი მასალების ფიგურანტებს შორის სლოვაკეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირებიც იყვნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა