სერბეთის პრეზიდენტი – სერბეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბევრ დაბრკოლებას ხედავს

სერბეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბევრ დაბრკოლებას ხედავს, საბოლოო არჩევანი კი ქვეყნის შიდა საკითხს განეკუთვნება, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს წინაშე რთული ამოცანებია“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ამ გზაზე ყველაზე რთული კოსოვოს საკითხია.

„2025 წელი არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გარანტირებული თარიღი. ეს პოტენციურად შესაძლო ვადაა იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა პირობა შესრულებული იქნება“, - აღნიშნა მან.

აქამდე სერბეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს საკითხი სერბმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო