სოფო კილაძე - ტატუნაშვილთან დაკავშირებით, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საექსპერტო მასალები რუსეთში იგზავნება - არ მაქვს განცდა, რომ იქ რაიმე სწორად გაკეთდება

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ის ოკუპაცია, რომელიც წლებია ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო, თუმცა აქ საკითხი ისე დგას, თუ რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ ხელში ამ წუთში იმისთვის, რომ ამ რეჟიმს გავუმკლავდეთ. პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან ეს საკითხი რომ არ იყოს აქტუალური ყოველთვის საერთაშორისო დონეზე, ფორუმებსა და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით, ამიტომ მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ საკითხში, მაგრამ ბუნებრივია, იმავდროულად ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა ნაბიჯებიც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გადავდგათ. რამდენადაც ვიცი, შესაბამისი უწყებები ნამდვილად ძალღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ცხედარი თავის ოჯახს დაუბრუნდეს. როგორც ვიცით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება, ეს ჩემი აზრით, არის ფანდი, რომ რაღაც გაწელონ და გააჭიანურონ პროცესი, რომ სიმართლის დადგენა გაჭირდეს", - განაცხადა კილაძემ.

დეპუტატის განცხადებით, მას აბსოლუტურად ესმის ტატუნაშვილის ოჯახის და იზარებს მათ მწუხარებას.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა