ეკონომიკურმა საკონსულტაციო საბჭომ სურსათის უვნებლობის საკითხებზე იმსჯელა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო, რომელმაც სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

,,როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელ ეკონომიკაზე, მისი შემადგენელი ნაწილი სურსათის უვნებლობის თემატიკაა. ამავდროულად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ მთელი რიგი პროდუქციის წარმოების შემთხვევაში ხარისხი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით იყოს დაცული. სხვაგვარად ძნელი იქნება ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. სწორედ, ამიტომ, ყოველდღიური მუშაობა გვჭირდება, მათ შორის, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და პროექტს დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო