მთავრობის ადმინისტრაცია - „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ შეფასებით, საქართველო რეფორმებით რეგიონში სამაგალითოა

„ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ საქართველო სამაგალითოა განხორციელებული რეფორმებით და დემოკრატიის კუთხით რეგიონში.

საუბრისას, ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობებს. დელეგაციამ, კომიტეტის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, დეივიდ ჰარისისა და კომიტეტის პრეზიდენტ ჯონ შაპიროს ხელმძღვანელობით, პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული კავშირები და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მათ შემდგომ გაღრმავებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც სოლიდური, სტრატეგიული დონის კავშირები აქვს მრავალ ქვეყანაში, ასევე მზად არის საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობებში, ისე -საერთაშორისო ორგანიზაციებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და ოკუპაციის პრობლემას. გამოითქვა მწუხარება ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე. „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტმა“ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო