დიდუბის გამგებელი - თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ობიექტში იგივე სპეციფიკის ბაზრობა მოეწყობა და იგივე ადამიანები დასაქმდებიან

როგორც კი შესაძლებელი იქნება, თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ობიექტში იგივე სპეციფიკის ბაზრობა მოეწყობა და იგივე ადამიანები დასაქმდებიან, - ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამეგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ადმინისტრაცია მზად არის ითანამშრომლოს ობიექტზე დასაქმებულ პირებთან, შესაბამისად, მისი თქმით, ზარალის ანაზღაურებაზე საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურად მოხდება.

„ადმინისტრაცია მზად არის თითოეულ მოვაჭრესთან ითანამშრომლოს. შენობის აღდგენამდე აქ დასაქმებული პირები გვერდით მდებარე ბაზრობაზე გააგრძელებენ საქმიანობას. ამჟამად ტერიტორიაზე კვლავ სახანძრო სამსახური მუშაობს. როგორც კი მეხანძრეები დაასრულებენ მუშაობას, კრიმინალისტებთან ერთად შევლენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაათვალიერებენ ტერიტორიას და უსაფრთხოების ნორმები თუ მისცემს საშუალებას, ხალხი მოახერხებს ადმინისტრაციასთან ერთად დამწვარ ტერიტორიაზე საინიციატივო ჯგუფის სახით შესვლას“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ძნელია თქმა, თუ როდის მოხერხდება შენობაში შესვლა, თუმცა აღნიშნა, რომ ”ადმინისტრაციის თქმით, შესაძლოა, ეს ხვალ მოხდეს”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა