მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ ქულებით აღარ შეფასდებიან

მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ, ქულებით აღარ შეფასდებიან, მათ პროგრამა ბარიერის გადალახვის ან ვერ გადალახვის შესახებ შეატყობინებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოსაშვები გამოცდების რეფორმის დაწყების პერიოდშივე იყო გადაწყვეტილი.

"როდესაც გამოსაშვები გამოცდების პროექტი იწყებოდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული "გადალახა-ვერ გადალახას" ტიპის შეფასება, რადგან მეთოდურად ეს გამართლებულიც არიც. ეს არის სასერთიფიკატო ტიპის გამოცდა, მოსწავლეებს უბრალოდ ბარიერთან ჭიდილი უწევთ და მნიშვნელოვანია, რომ გადალახოს, მაგრამ რამდენი ნაბიჯით გადალახავს, ფუნქციურად ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. მიღებულ ნიშანს გარდა საგნის ბაერიერის გადალახვისა, სხვა დატვირთვა არ ჰქონდა, არც ნიშნის ფურცელში აისახებოდა და არც სიტყვაზე ოქროს მედალოსნის კანდიდატურაზე მოქმედებდა. სწორედ ამიტომ, გადავწვიტეთ, რომ ვითარება რეალობას დაუახლოვდეს და დაიწყოს "გადალახა-არ გადალახა" ტიპის გამოცდა," - განაცხადა ივა მინდაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შეფასებით, გამოსაშვებ გამოცდებზე ქულების მიღების სისტემის გაუქმება მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის შემოწმების თვალსაზრისით დისკომფორტს არ შეუქმნის.

"სკოლა 12 წლის განმავლობაში აკვირდება, მოსწავლემ კონკრეტული საგანი რამდენად კარგად იცის, ამისთვის სხვადსხვა ხერხი და შესაძლებლობა არსებობს, იქნება ეს საკონტროლო წერები თუ სხვა. ამის მეშვეობით, სკოლა ამოწმებს მოსწავლის ცოდნას, თუ რაში აქვს მას დეფიციტი და ამ პრობლემის აღმოფხვრაში უნდა დაეხმაროს. აქედან გამომდინარე არგუმენტი, რომ მოსწავლის ცოდნა შეიძლება შემაჯამებელი გამოცდით განისაზღვროს, სწორი არ იქნება," - აღნიშნავს ივა მინდაძე.

მისივე ინფორმაციით, საგნის ჩასაბარებლად, მოსწავლემ 40 საკითხიდან მინიმუმ 15-16-ს უნდა უპასუხოს სწორად.

"17-18-ს თუ უპასუხებს, ალბათ, ყველა გადალახავს. დიდია ალბათობა 16-17 სწორი პასუხის შემთხვევაშიც," - აღნიშნა მან.

ივა მინდაძის თქმით, მიმდინარე წელს სკოლის შემაჯამებელი გამოცდების მიმართულებით სხვა ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა