ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ

ფოთში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ქალაქში მესამე წელია ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფუნქციონირებს და აღნიშნულ არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.

როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეაგირება გუშინვე მოახდინა და წერილობით შესაბამის უწყებას მიმართა.

”გამოდის, რომ ფოთელები, რომლებიც ზუგდიდის ეროვნულ ცენტრში შეიტანენ საბუთს,ზუგდიდის უნივერსიტეტში ისწავლიან? ახალგაზრდობის 98% თბილისში მიდის. ანუ, ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აკაკი დარჯანიამ. მისივე ინფორმაციით, პროცესში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბიაც ჩაერთო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძემ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში წელს არ ჩატარდება, რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა