ტარიელ კაკაბაძე - პროკურატურის მოწმის მიერ მიცემული ჩვენება აბსოლუტურად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა პროკურატურის სამი მოწმე, რომელთაგან ერთი თვითმხილველი პირი, მეორე ექსპერტი, მესამე კი სკოლის თანამშრომელია.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება თვითონ ბრალდების პოზიციას და პირიქით, დაცვის მხარის სტრატეგიას ემხრობა. ადვოკატის განმარტებით, ის ჩვენებები, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით საქმეში დევს, რეალობას არ შეესაბამება და ამას დაცვის მხარე დაამტკიცებს. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხიც გადაისინჯა.

რაც შეეხება შინაარსს, მე უფლება არ მაქვს შევიდე კონკრეტულ შინაარსში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოწმის მიერ მიცემული ჩვენება აბსოლუტურად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ჩვენი აზრით ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რა პოზიციასაც ბრალდების მხარე იკავებს. დღეს სასამართლომ ასევე გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე არ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება, თუმცა მოგვიანებით თუ ეს საფუძველი იქნება, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ სხვადასხვა შუამდგომლობებს”, - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა