ოთარ გრიგოლია - უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ეს იყო დივერსია, თუ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული ისე, როგორც საჭიროა

უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ეს იყო დივერსია, თუ უსაფრთხოების ნორმები არ იყო ისე დაცული, როგორც საჭიროა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ოთარ გრიგოლიამ „თერგის“ ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა. დეპუტატი საკითხს ზოგადადაც შეეხო და აღნიშნა, რომ რთულია ფართომასშტაბიანი ხანძრის დროს გამოძიებამ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვოს.

„ძალიან რთულია ფართომასშტაბიანი ხანძრის დროს გამოძიებამ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვოს. მე ვფიქრობ გამოძიებას ობიექტურადაც ჰქონდეს ეს პრობლემები, მაგრამ მე არ უარვყოფ იმას, რომ ეს პრობლემები ხელოვნურიც შეიძლება ყოფილიყო. გეთანხმებით იმაში, რომ აუცილებელია სწრაფი გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაზე უახლოს მომავალში გვექნება გარკვეული პასუხები, რადგან ბევრი ვიდეოკამერა არსებობდა ადგილზე. უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ეს იყო დივერსია, თუ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა