ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“მე ახლაც წილკანში ვიმყოფები, არ ვიცი საიდან მოვიდა 24-საათიანი და გარკვეული ვადები ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ყოველწუთიერი კონტაქტი ოჯახთან და ახლობლებთან, არანაირ ვადაზე არ არის საუბარი“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინი არის ყველას მხრიდან ისეთი, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. “ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რაც არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, სტრუქტურებზე, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით რამე კონკრეტული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ველოდებით ყოველ წუთს. მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა დროულად გადაწყდეს პრობლემა“, - აღნიშნა თინიკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა