ლევან ხაბეიშვილი - არაერთხელ გვინახავს ჩვენ გადამწვარი თბილისი, ხალხს აქვს შიში

არაერთხელ გვინახავს ჩვენ გადამწვარი თბილისი, ხალხს აქვს შიში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიება არასდროს ყოფილა ეფექტური, რაც მათ მიმართ უნდობლობას იწვევს.

„ხანძრებთან დაკავშირებით ექვსი წელი არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, ამიტომ ვერ ვენდობი გამოძიებას. „თერგის“ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები გუშინვე ამბობდნენ, რომ ელექტროენერგიას ჩამრთველიდან თიშავდნენ, რადგან არაერთხელ გვინახავს ჩვენ გადამწვარი თბილისი, ხალხს აქვს შიში. ამაზე მარტო ხაბეიშვილი კი არა, ხალხი საუბრობს. საუბრობს იმიტომ, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილი და არ აქვთ ხელისუფლების ნდობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა