დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ახალ საწარმოს გახსნის

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს საწარმოს, „პოლიმერ 1“-ს გახსნის. საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სახელმწიფოს მხარდაჭერით გოფრირებული მილების წარმოებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის პოლიეთილენის მილებს აწარმოებს.

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის დანადგარების შეძენა, ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასორტიმენტის გაფართოება შეძლო.

ქარხანაში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერ 1“ წარმოებული პროდუქციის რელიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს“, - აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა