ზოგად უნარებში დღეს საცდელი ტესტირება ჩატარდება

ზოგად უნარებში საცდელი ტესტირებისათვის რეგისტრაცია 300-მდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, დღეს ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება "ახალი უმაღლესი სასწავლებლის" შენობაში მათი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

მისივე ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილების მსურველი ძალიან ბევრი იყო, რის გამოც შესაძლოა ანალოგიური ტესტირება განმეორებითაც ჩატარდეს.

„მსურველები ძალიან ბევრია. შემდგომ ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია და ანალოგიური ტესტის ჩატარებას მათაც შევთავაზებთ. სარეგისტრაციო ფანჯრის გახსნიდან 15 წუთში შეივსო 300-მდე ადგილი. სამწუხაროდ, ბევრმა აბიტურიენტმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, დარეგისტრირება ვერ შეძლო, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ შემდეგ ეტაპზე ისინი ამას შეძლებენ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება იქნება საგამოცდო პროცესის ანალოგიური. აბიტურიენტები ნახავენ როგორ შეავსონ პასუხების ფურცელი, როგორი ტიპის დავალებები იქნება და ეს ტესტირება მათ საშუალებას მისცემს შეაფასონ საკუთარი თავი და უკეთესად მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს