ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩებს; 11:00-დან 15:00 საათამდე - დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 18:00 საათამდე - გობრონიძის ქუჩას; 11:00-დან 15:00 საათამდე - გურამიშვილის გამზირს, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩებს; 12:00-დან 15:00 საათამდე - გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩას (ნაწილობრივ).

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო