თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია გამოცხადდეს ღია, გამჭვირვალე კონკურსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მერიაში დასრულდა სტრუქტურული რეფორმა.

"ამოქმედდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც სიახლეა მერიისთვის. აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება არ ხდებოდა მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე.

ამჟამად ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს , რომ მიიღოს მინაწილეობა ამ კონკურსებში , რომელიც იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები. ვისაც აქვს გამოცდილება, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით და ყველა ადამიანი, ვინც ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთად შევქმანთ ქალაქის უკეთესი მომავალი. ეს არ ეხება მხოლოდ ურბანული განვითარებულ საქალაქო სამსახურს, ყველა მიმართულებით აუცილებელია გამოცხადდეს ღია კონკურსები, რადგან უფრო მეტი კონკურენცია იყოს და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა