ქუთაისის მერია - ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა შეძენილი

ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული, - ასე უპასუხეს ქუთაისის მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის გაყიდვის შესახებ.

მერიაში ადასტურებენ, რომ ავტომობილების შენახვა მერიას ძვირი უჯდება, თუმცა განმარტავენ, რომ მათ პირობებში ხარჯები შემცირებულია.

"ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების" დროსაა ნაყიდი და მათ მიერვეა გაფუჭებული. დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება, ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს და გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ, ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მერიას დღეს ავტოპარკის გაყიდვა და საკუთარი ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა