საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამეტის დელეგაცია თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ანკარაში, საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში შედგა, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ბინალი ილდირიმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთო პრიორიტეტებზე და მიზნებზე, რაც პირველ რიგში, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოიაზრებს. სოფიო ქაცარავამ რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა აღნიშნა და სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საშუალებით ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების გზაზე გატარებული რეფორმები გააცნო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა