დანიური გაზეთი - ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი, სავარაუდოდ, ფულს ათეთრებდა, რისთვისაც ესტონეთში დანიური ბანკის ფილიალს იყენებდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი, სავარაუდოდ, ფულს ათეთრებდა, ამისთვის კი, ესტონეთში უდიდესი დანიური ბანკის Danske Bank-ის ფილიალს იყენებდა,- იუწყება დანიური გაზეთი Berlingske Danske Bank-ის წყაროზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, ბანკის ესტონური განყოფილება თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც ასევე ეკუთვნის „პუტინის ოჯახსა და ФСБ-ს“ და უკვე ჩაატარა საეჭვო ოპერაციების ნაწილი.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგორ პუტინი ფულს ათეთრებდა ფირმის, Lantana Trade გამოყენებით.

Danske Bank-ის ესტონურმა განყოფილებამ დაადგინა, რომ Lantana Trade-ის მფლობელები რამდენიმე რუსულ საფინანსო დაწესებულებებთან, მათ შორის „პრომსბერბანკთან“ არიან კავშირში, რომელსაც ლიცენზია 2015 წელს ჩამოართვეს. ამავე წელს მოხდა „პრომსბერბანკის“ ლიკვიდირება.

იგორ პუტინი შედიოდა „პრომსბერბანკის“ დირექტორთა საბჭოში ალექსეი კულიკოვოსთან და ალექსანდ გრიგორიევთან ერთად. სამივე მონაწილეობდა დანაშაულებრივ გარიგებაში Deutsche Bank-ის მოსკოვის განყოფილებაში, სადაც დაიგეგმა დანაშაულებრივი სქემა 10 მილიარდი დოლარის ოდენობით.

2013 წელს Danske Bank-მა დახურა Lantana-ს ანგარიშები. ბანკის ესტონურ განყოფილებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო