სერგო რატიანი - გასაგებია, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეიძლება ჰქონდეს დაბალი რეიტინგი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნდობა აქვს დაბალი, სხვა რამეზეც მეტყველებს

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი, მითხარით, რით არის ეს განპირობებული? - ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრს ირინა ფუტკარაძეს, სადაც “2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი, მითხარით, რით აროს განპირობებული. გასაგებია, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეიძლება ჰქონდეს დაბალი რეიტინგი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნდობა აქვს დაბალი, სხვა რამეზეც მეტყველებს. ამ ფონზე ჩვენ ვიცით, რომ სამეურვეო საბჭოს შეეზღუდა გარკვეული უფლებები, ამაზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც ასეთი დაბალი ნდობა აქვს და ბიუჯეტიდან მუდმივად ეზრდება თანხა, თქვენ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ის, რომ ახალი ფუნქცია დაემატა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეს არის თავისუფალი სიტყვისა და მედიის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა. ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების საკითხებთან“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ იზიარებს იმას, რომ რეიტინგთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელს წლების განმავლობაში არ ჰქონია რეიტინგი და ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალი ნიშნულით გამოიხატება ხოლმე.

”ეს პრობლემა იდგა დღის წესრიგში და შეიძლება ითქვას, რომ დღესაც დგას. ჩვენ ამას არ გავურბივართ, თუმცა საქმიანობა მიმართულია იქეთკენ, რომ ზუსტად გაიზრადოს ერთი მხრივ რეიტინგი და ალბათ, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენს ნდობას. თუმცა, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ნდობის ხარისხის ეს ვარდნა, რომელიც დღემდე ვერ წამოვწიეთ, განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით, ძირითადად ეს იყო სუბიექტური მიზეზები - როდესაც ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” იყო სახელისუფლებო ტელევიზია, სადაც არაერთი გადაცემა გაკეთდა, მაგალითად, „7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე“. ეს ტელევიზია არ იყოს ხალხისთვის და საზოგადოებისთვის, არამედ იყო პარტიული ტელევიზია“, - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, საბჭოს წევრები ყველა ღონეს იხმარენ, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” მართლაც იყოს ხალხისგან ნდობით აღჭურვილი, რადგან ეს არის საზოგადოების ტელევიზია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო