სერგო რატიანის შეფასებით, პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხზე უმრავლესობას „სრულიად ადეკვატური“ პასუხი გასცა

პრეზიდენტის ეს დემარში იყო სრულიად ადეკვატური პასუხი უმრავლესობისადმი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელს არ აწერს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგს არ ცვლის, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ეს დემარში იყო სრულიად ადეკვატური პასუხი უმრავლესობისთვის. ეს კანონი აშკარად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, თავისუფალი სიტყვის ინტერესებს. ამ კანონის შედეგად იზღუდება თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი და ასევე აჩენს კორუფციის უფრო მეტ შესაძლებლობას თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამიტომ ამჯერად პრეზიდენტის ქმედება იყო ადეკვატური", - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა