მიხეილ ჯანელიძე ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ ელჩებთან საგანგებო შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართა.

დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და აღნიშნა, რომ უაღრესად მძიმეა, რომ ამ ტრაგედიას ემატება ისიც, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ არის გადმოსვენებული.

„მძიმეა ისიც, რომ დღემდე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა არ ეძლევა ჩვენს ორ მოქალაქეს, პირველივე დღიდანვე ყველა დიპლომატიური ბერკეტი ავამოქმედეთ. ეს საკითხი უმაღლეს დონეზე იქნა განხილული გაეროს ფარგლებში, ჩვენ შევძელით მომხდარიყო საერთაშორისო საზოგადოების სწრაფი გამოხმაურება, რათა გაზრდილიყო წნეხი და მოხდეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. დღეს ჩემი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას. ეს არის რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი მძიმე და მტკივნეული შედეგი. ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, რუსეთის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, შეიქმნას უსაფრთხოების მექანიზმები და დაიშვას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მონიტორები. ამ საკითხებს განვიხილავთ ჟენევის ფორმატში შემდეგ რაუნდზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო