ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული

2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული და ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს ისმენენ.

სახალხო დამცველი დაინტერესდა, რამდენად ზრდადია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სტატისტიკა.

„ზოგადად, ძალადობის მიმართ მზარდი ტენდენცია არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობრივად იზრდება, არამედ გამოვლენები არის მზარდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფაქტი არის ცნობილი დღეს. 2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში 40-42 „ქეისი“ იყო იდენტიფიცირებული ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებისა და წინა წლებთან შედარებით ეს არის მზარდი ტენდენცია. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ეფექტურები გავხდით პრობლემის იდენტიფიცირებაში. ამასთან, არც ერთი იდენტიფიცირებული მსხვერპლი არ დარჩენილა სათანადო ყურადღების გარეშე“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იდენტიფიცირებული, ისევე, როგორც ადგილი არ ჰქონია მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების შრომით ექსპლუატაციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო