გიორგი ტუღუში - ხელისუფლებამ გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლოთი მანიპულირება, როცა ის მაჟორიტარად იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც გიგი უგულავა გაამტყუნეს.

როგორც ტუღუში აცხადებს, ხელისუფლება მართლმსაჯულებას გიგი უგულავას წინააღმდეგ იყენებს.

„სამწუხაროა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე მეექვსე წელია ამას ვუყურებთ. ხელისუფლებამ ამჯერად გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლო გადაწყვეტილებით მანიპულირება, როცა ის ვანი/ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია. ხელისუფლება ასე ცდილობს ზეწოლის მოხდენას. ეს შედეგს ვერ გამოიღებს. გიგი უგულავა გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას. დროა, საქართველოში დასრულდეს ოპონენტების დევნა. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რომ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით იყენებს მართლმსაჯულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, დროა, ისტორიას დავუტოვოთ ასეთი ქცევა და პოლიტიკურ ოპონენტებს მივცეთ საქმიანობის საშუალება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს